რეზონანსი
04.06.2020

მმართველ პარტიას ტრადიციულად ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული საარჩევნო სისტემა იმიტომ, რომ მათემატიკურადაც ეს მას აძლევს უპირატესობას, პარლამენტში მანდატების განაწილების დროს. ოპოზიციურ პარტიებს სუბიექტურად ყოველთვის აქვთ ინტერესი, რომ საარჩევნო სისტემა იყოს პროპორციული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა ხორციელდებოდა, ოპოზიციამ შანსი, რომ ქვეყანა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო, ხელიდან გაუშვა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ოპოზიციამ შანსი ხელიდან გაუშვა. აქ იგულისხმება ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჯამში ფლობდნენ საკმარის ხმებს იმისათვის, რომ დაებალანსებინათ ის დანაკლისი, რაც უმრავლესობას ჰქონდა. მაშინ მათ რომ მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემისთვის, 2020 წელს ეს სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა მათ უარი თქვეს. საუბარია იმ ორ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც კარგად იცით. საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. ჩვენ გადაწყვეტილება მაინც არ შევცვალეთ, თუმცა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2024 წლისთვის მოგვიწია.

ყველა პარტიას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი. მმართველ პარტიას ტრადიციულად ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული სისტემა იმიტომ, რომ მათემატიკურადაც ეს მას აძლევს უპირატესობას, პარლამენტში მანდატების განაწილების დროს. ოპოზიციურ პარტიებს სუბიექტურად ყოველთვის აქვთ ინტერესი, რომ სისტემა იყოს პროპორციული იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მათი მანდატების რაოდენობა იზრდება. თუმცა ჩვენ უნდა ამოვიდეთ არა სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ - ქვეყნის ინტერსებიდან. მე პირადად ძალიან მყარად მიმაჩნია, რომ არსებითად პროპორციული სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის," - განაცხადა კობახიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×