რეზონანსი
04.06.2020

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენერალი დევი ჭანკოტაძე პოლიტიკაში მოდის. ამ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს.:

“მე მხარს ვუჭერ ნამდვილი გმირის პოლიტიკაში მოსვლას! ლიდერი ის კი არაა ვინც საეჭვო წარმოშობის ფულს ხარჯავს საკუთარ “ლიდერობაზე” და მომავალ თანამდებობაზე აწეულ PR კამპანიაზე, არამედ, აი, ეს ნამდვილი პატრიოტი და სამშობლოს გენერალი”, - წერს სააკაშვილი.

აღსანიშვია, რომ ექსპრეზიდენტის მიმართვა მის "ფეისბუქ-გვერდზე" დამალულია და მისი ნახვა ყველა მომხმარებელს არ შეუძლია. მასზე გადასვლა მხოლოდ პირდაპირი ბმულით შეიძლება.

მანამდე დღეს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: "მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით თბილისში ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გურული სამართალი!!!!   (05.06.2020)
ეხლა "ოპოზიციური ასკოლკა" ისეთ დღეშია რომ ჭანკოტაძეს კი არა და მუგამბეს დაუძახებდმემ ცოცხალი რომ იყვეს! ყველამ კარგად იცის საერთოდ რა საეჭვო ფინანსებით არსებობენ ისინი და საიდან ფინანსდებიან, მაგრამ ვინ არის პატრონი რომ დამნაშავეები დასაჯონ!

Jiji   (05.06.2020)
გენშტაბის უფროსობის დროს, მთელი ნაცელიტა მაგაზე ღადაობდა და ახლა, როდის (ან სად...) გახდა გმირი და "საქართველოს გენერალი"..?

1234   (05.06.2020)
აქამდე არ იცოდა რომ ჩხარტიშვილის სიძე იყო და მისი ფულით სულდგმულობდა? თავად რა ჩხარტიშვილზე უკეთესია? რატომ არ გაუშვა ვირის აბანოში როცა პრეზიდენტი იყო?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×