რეზონანსი
04.06.2020

ვფიქრობ, ამ გაზგასამართი სადგურის გადატანა ძალიან რთული საკითხია , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე არსებულ გაზგასამართ სადგურთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აფეთქდა. კალაძის თქმით, აღნიშნულ ლოკაციაზე გაზგასამართი სადგურის განთავსებაზე ნებართვა გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაიცა.

„ვფიქრობ, გაზგასამართი სადგურის გადატანა ძალიან რთული საკითხია. უგულავას დროს, თუ არ ვცდები 2008 წელს არის ნებართვა გაცემული. მე, როგორც გარედან ვუყურებ თემას, ზოგადად, პრობლემა მგონია იქ ამ გაზგასამართი სადგურის არსებობა იმ ნორმების დაცვიდან გამომდინარე, რაც არის მოთხოვნილი", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელის ქუჩაზე „ეკო გაზის" გაზგასამართი სადგური 1-ელ ივნისს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელმაც სხეულის 25%-ის დამწვრობა მიიღო.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
meri   (05.06.2020)
არ იყიდოთ მასეთ ადგილას ბინა და არ ააშენებენ. მთავრობა კორუმპირებულია ფულზე ნებართვას ყველას მისცემს.ჩვენ კი დაუფიქრებელი და სულელი ხალხი ვართ.

tatoo   (05.06.2020)
გადაიხედოს უნდა ყველა ბენზინ გასამარტი სადგურების დისლოკაცია... რა საჭიროა მაგალითად გლდანში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ბეზინგასამრტი სადგური, რომელსაც გარს ორ მეტრში კორპუსები აკვრია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×