რეზონანსი
04.06.2020

9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სახლში დარჩენის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევს, რადგან ბინის ქირას და საკვების ფულს სხვანაირად ვერ გამოიმუშავებს. დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება საკუთარი ჭერი. უკვე 27 წელია, უბნიდან უბანში, ბინიდან ბინაში საკუთარ ნივთებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობს.

ქირით ცხოვრებამ დამღალაო ამბობს. უკვე ორი წელია, ვარკეთილში შვილთან შვილიშვილთან და ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობს.

„ნუთუ, არ შეიძლება, ერთი ბინა მეღირსოს, რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების... წარმოდგენა არ მაქვს, ახლა რა უნდა ვქნათ. იმ დღეს შვილიშვილი ამბობდა, ეს სახლი ჩვენი რომ იყოს რა მოხდებაო, ვერაფერი ვუპასუხე. ახლა რა უნდა ვქნათ, არ ვიცი..." -ამბობს ლელა ვეფხვაძე.

სრულიად იხილეთ Primetime.ge-ზე

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×