რეზონანსი
05.06.2020

დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი რიტ­მი­სა და უამ­რა­ვი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მის ფონ­ზე, მშობ­ლებს გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეხ­სე­ნე­ბა სჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ ერთხელ გა­აფრ­თხი­ლა, რომ გა­ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ტკი­პე­ბიც აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და ყი­რიმ-კონ­კოს და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კიც მა­ტუ­ლობს.

"ტკი­პას ნაკ­ბე­ნი იწ­ვევს ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბას, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა. ბუ­ნე­ბა­ში ტკი­პა არის და იქ­ნე­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი არ არის და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი, მაგ­რამ, ადა­მი­ან­მა სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს. როცა ბავ­შვი ბუ­ნე­ბი­დან სახ­ლში შეგ­ყავთ, უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­როთ. ტკი­პა, რაც უფრო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე, მით მა­ღა­ლია და­ა­ვა­დე­ბის გა­და­დე­ბის შან­სი", – გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, ტკი­პე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად მრავ­ლდე­ბი­ან, მაგ­რამ ასე­ვე ყო­ველ­წლი­უ­რად უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ის სიფრ­თხი­ლის ნორ­მე­ბი, რაც ამ სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბას თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს.

- ეს და­ა­ვა­დე­ბა ტკი­პის ნაკ­ბე­ნით გა­და­დის. ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი სამ­კურ­ნა­ლოა და ასე­ვე რთუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

- და­ა­ვა­დე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 1/5-ს უვი­თარ­დე­ბათ.

- და­ა­ვა­დე­ბის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი ტკი­პის კბე­ნით ვირუ­სის გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში არის 1–3 დღე, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ სის­ხლთან და ქსო­ვი­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი­სას 5–6 დღე, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი 14 დღე.

- პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი არას­პე­ცი­ფი­უ­რია და ზოგ­ჯერ სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა: ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, სიყ­ვით­ლე, სენ­სო­რუ­ლი და ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა, გა­მო­ნა­ყა­რი, ჰე­მო­რა­გი­უ­ლი დი­ა­თე­ზი, ეკ­ქი­მო­ზი, სის­ხლდე­ნა ინექ­ცი­ის ად­გი­ლე­ბი­დან და მრა­ვა­ლი სხვა წყა­რო­ე­ბი­დან. და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მის შემ­თხვე­ვა­ში ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი დგე­ბა ავა­დო­ბის მე–2 კვი­რას.

ambebi.ge

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნაირა   (05.06.2020)
ყველა ავადმყოფობა ეხლა გამოჩნდა.ეს რა უბედურებაა

Xatuna   (05.06.2020)
Sinamdvileshi sashishia tkipas nakbeni myavaria scorad amoigot kanidan pincetit da spirtit damushaveba, da aucileblad eqimis kontroli, namdvilad sashishia ubralod sifrtxile gamovichinot isedac cotani vart qartvelebida gaufrtxildet sakutar tavsda sxvebsac ratqmaunda


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×