რეზონანსი
05.06.2020

საბოლოო ჯამში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, მთავრობაში ვიქნები, ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ე.წ. გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე იქნება თუ არა ისევ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიამ უპასუხა: „დიახ, ვიქნები".

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული, მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს იმდენჯერ დასვით ეს შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის სად ვიქნები, რეალურად მთავრობაში, ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ გპასუხობთ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×