რეზონანსი
05.06.2020

კომპანია თბილისი ენერჯის ინფომრციით, სამების საკათედრო ტაძარს 227 329 ლარის დავალიანება 10 წელზე გადაუნაწილეს, თუმცა მაინც არ გადაიხადეს. კომპანიის ცნობითვე, სამების ტაძარს გაზის მიწოდება 23 აპრილს შეუწყვიტეს.

"სამების ტაძარს დღეის მდგომარეობით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება აქვს 256 652 ლარი. ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, რომ გადაეხადათ დავალიანება ან გადანაწილება გაეკეთებინათ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არცერთხელ არ ყოფილა. საბოლოო ჯამში თებერვლის თვეში ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ.

ამის მიუხედავად, გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს. ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება", - აცხადებენ კომპანიაში On.ge-სთან.

მათივე განცხადებით, სხვა ტაძრების უმრავლესობას თბილისი ენერჯიმ 10 წელიწადზე უკვე გადაუნაწილა არსებული დავალიანებები.

სამების საკათედრო ტაძრის გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ არქიმანდრიტმა, მამა იოანე მჭედლიშვილმა TV პირველთან ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია 3 წლის განმავლობაში "ითვალისწინებდა" მათ, რადგან "გაზის თანხა არ ჰქონდათ". სამების ტაძის სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საუბარია, დაახლოებით, 250 ათასლარიან დავალიანებაზე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×