რეზონანსი
05.06.2020

ე.წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ბათუმში მთავრი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, ისინი პროტესტის ნიშნად გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ და მინდია გორაძის ექსტრადირებას ან გათავისუფლებას ითხოვენ.

მინდია გორაძის ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცველები აქციის "მონაწილეების მისამართით არასწორად მოიქცნენ" და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები ამ დროისათვის ბათუმში იუსტიციის სახლის მიმართულებით გადაადგილდებიან, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან.

ცნობისთვის, მეოთხე დღეა ბათუმის იუსტიციის სახლთან მინდია გორაძის ახლობლბლები და ნათესავები არიან შეკრებილი. 17 პირი პროტესტის ნიშნად შიმშილობს, 8 პირმა კი პირი ამოიკერა.

მინდია გორაძე თურქეთში პატიმრობაში იმყოფება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×