რეზონანსი
05.06.2020

ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, მე, „ჯიგრულ პონტში" არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წევრი მედიაში გაწევრიანდა, რათა ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადასაადგილებლად საშვები მიეღო.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენა. ოპოზიციას და ოპონირებას საერთოდ პატივს ვცემ, ეს განვითარების ერთადერთი გზაა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პროგრესის, პირველ რიგში. ოპოზიციამ თქვა, „ჯიგრულ პონტში" გახარიამ თქვა კორუფციაზეო და სინამდივილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე. ჩვენი ოპოზიციის წევრები, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე, ისეთი ანგელოზები არიან... ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, საშვი რომ მოეპოვებინათ, „ჯიგრულ პონტში" წავიდა მედიაში გაფორმდა როგორც ჟურნალისტი და მოძრაობდნენ. ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, იმიტომ, რომ მე „ჯიგრულ პონტში" არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება. იქ აღარ ვუთხარი, არ მინდოდა, ისედაც უშინაარსო იყო, მაგრამ ბევრი მათგანი ამას რომ გამოეკიდა, ხელზე დაიხვიეს და ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ „ჯიგრულ პონტში" აეღოთ ნებართვა და ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ",- განაცხადა გახარიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×