რეზონანსი
05.06.2020

საზიანოა თუ არა ყოველდღიურად პირბადის რამდენიმე საათის განმავლობაში ტარება ჯანმრთელობისთვის, ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგის დროს ისაუბრა.

„კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და რა თქმა უნდა, პირბადის ტარება გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. მესმის, რომ ადამიანები, რომლებიც ამას მიჩვეულები არ იყვნენ, გარკვეულ დისკომფორტს განიცდიან. თუ პირბადის ტარება ადამიანის პროფესიულ ვალდებულებას არ წარმოადგენს, მან უნდა ატაროს პირბადე მაღაზიაში, ტრანსპორტში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არა მგონია, რომ ეს დღეში მას 2-3 საათს აღემატებოდეს. ლაბორატორიის მუშაკები და ექიმები არა პირბადით, არამედ რესპირატორით მუშაობენ და მას აქვს გარკვეული მოხმარების ვადა.

მოცემულ სიტუაციაში ამ ვადების დარღვევაც უწევთ და გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ რესპირატორს. ქირურგები ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღაბს ატარებენ და ოპერაციების დროს საათობით არ იხსნიან მას. რიგით მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამშრიანი სამედიცინო ნიღბების ტარება. არსებობს ერთ და ორშრიანი ნიღბები, ბაზარზე მოიპოვება ერთჯერადი და მრავალჯერადი ნიღბები. შესაბამისად, სანამ ჩვენ არ გვექნება იმის გარანტია, რომ ვირუსი ფართო გავრცელებას არ მიიღებს, წინასწარ ვერ გავიგებთ, ვინ არის ავად და ვინ - არა, ამიტომ უნდა შევწუხდეთ და ვატაროთ ნიღბები, იქ სადაც არსებობს რისკი, რომ ვიღაც გავხადოთ ავად", - განაცხადა იმნაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
123   (05.06.2020)
ვინც ოფისში მუშაობს 8 საათი და მეტი იმან რა ჰქნას დაიგუდა ხალხი. ვითომ ხალხზე ზრუნავთ.კორონა არ დაემართოთ სიაფანტები ხართ. აკეთებთ ფულებს რას მოატყვილებთ ხალხს.

123   (05.06.2020)
ვინც ოფისში მუშაობს 8 საათი და მეტი იმან რა ჰქნას დაიგუდა ხალხი. ვითომ ხალხზე ზრუნავთ.კორონა არ დაემართოთ სიაფანტები ხართ. აკეთებთ ფულებს რას მოატყვილებთ ხალხს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×