რეზონანსი
05.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი სამედიცინო პერსონალი არც ერთ კლინიკაში არ მუშაობდა. მისი თქმით, ის ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მუშაკი იყო. ამით გამყრელიძემ „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა.

„ჩვენ პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემთ. შემიძლია გითხრათ, რომ საშუალო სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი იყო. ის არ მუშაობდა არც ერთ კლინიკაში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მუშაკი,“ - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 13 პაციენტია გარდაცვლილი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×