რეზონანსი
05.06.2020

გამოვლენილია ყველა შესაძლო კონტაქტი, რომელიც ადამიანურ ძალებს აღემატებოდა. ყველა მათგანზე დაწესებულია ზედამხედველობა. გუშინ იმავე შემადგენლობიდან კიდევ ორი შემთხვევა იყო დადასტურებული. ეს კონტაქტები უკვე გამოვლენილი იყო და იზოლირებული., - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ საბურთალოს კლასტერი მართულია, ყველა კონტაქტზე დაწესებულია ზედამხედველობა. „ვთვლით, რომ შემთხვევების გამოვლენა მაქსიმალურად მოხდა. ზედამხედველობა გაგრძელდება მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდში, ყველა იმ კონტაქტზე, რომელიც გამოვლენილია", - აღნიშნა ზახაშვილმა.

ამ დროისთვის ე.წ. საბურთალოს კლასტერში კორონავირუსის 27 შემთხვევაა გამოვლენილი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×