რეზონანსი
05.06.2020

გორში, სამების და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე 6 წლის ბავშვს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა ავტომობილი დაეჯახა. "ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა დღეს მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილს მღვდელი კოზმა მართავდა, რომელიც ჯერ ბორდიულს, მოგვიანებით კი ბავშვს დაეჯახა.

მცირეწლოვანი სასწრაფომ კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. ექიმის, ლევან კობახიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფეთხე არ ემუქრება. ,,ბავშვს ამბულატორიული დახმარება გაეწია და გაეწერა ბინაზე",-ამბობს ექიმი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×