რეზონანსი
05.06.2020

ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს საპროტესტო აქციის მნაწილეებსა და კახა კალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

თბილისის მერი ვარკეთილში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან „ანას ბაღის" მცველები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დაზარალებული ამბობს, რომ თბილისის მერმა მას ხელი გაარტყა და ტანსაცმელი შემოახია.

"ეს არის მერი, ძალადობენ, ამას აკეთებს თბილისის მერი, უზრდელი მერი", - ამბობს დაზარალებული.

ინციდენტის შემდეგ კალაძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ისინი პარტიული აქტივისტები იყვნენ.

"მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს, ორი თაღლითი „ნაციონალი" იყო მოსული, რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა, მათ ეს არ გამოუვიდათ", - ამბობს კალაძე.

თბილისის მერის გარდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაცვის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ. პროტესტის მონაწილეები ინციდენტის ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×