რეზონანსი
05.06.2020

სჯობს, დავიცვათ წესი და არ ავიდეთ გადაჭედილ სამარშრუტო ტაქსიში თუ საქალაქო ტრანსპორტში , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ე.წ. პიკის საათებში ავტობუსების გადატვირთვის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მან მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი რეკომენდაციები იყო და არის, რომ საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილებისას გაჩერებებს შორის დრო შემცირებულიყო. რამდენადაც ვიცი, ქალაქის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შეეცადა, ეს დრო შემცირებულიყო. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, ანუ შეგვიძლია, თუ არა და რა რესურსი გვაქვს. ქართველები მიჩვეულები ვართ და არ გვინდა ორ წუთზე მეტი ლოდინი, თუნდაც 10 წუთი დავიცადოთ. რას ვიზამთ, ამ დროს სჯობს, რომ დავიცვათ წესი და არ ავიდეთ გადაჭედილ სამარშუტო ტაქსიში თუ საქალაქო ტრანსპორტში", - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ია   (06.06.2020)
ე. ი. რა გამოდის? დავრჩენილვარ გაჩერებაზე. სამსახურში დაგვიანება საპატიოდ ჩამეთვლება? ჰაააა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×