რეზონანსი
05.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და შესთავაზა, ხომ არ სჭირდებათ საქართველოს მხარდაჭერა. ზოგადად, მხარდაჭერაზე იყო საუბარი, განიხილეს ეს საკითხი და მგონი, მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია არის. ალბათ, უკეთესად საგარეო საქმეთა სამინისტრო უპასუხებს. სომხეთის მხარე განიხილავს საკითხს და შესაბამისად, თუ ამის საჭიროება არის, საქართველოს მიმართავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშიც გვქონდა შეთავაზება და კომუნიკაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ველოდებით, თუ შემოთავაზება იქნება, რომ რაღაც მიმართულებით დახმარება სურს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს რამდენიმე მიმართულებით შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, როგორც ქვეყნებს, ისე ჩვენ ინსტიტუციებს და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს დამატებითი პაციენტების მისაღებად მზადაა.

„ჯანდაცვის სისტემა იმაზე უკეთ არის მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ 5 თვის განმავლობაში, რაც ეს ინფექცია არსებობს, ჯანდაცვის სისტემამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა უფრო მეტი მზადყოფნისთვის. ამიტომ, მზადყოფნა არის" , - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
გურული ვენდეტა!   (06.06.2020)
ერთადერთი ერი მსოფლიოში რომლებიც დაბადებული არიან მხოლოდ ღალატის და შურიანობისთვის! ეგენი არიან "გუგულის" (ფრინველი) შთამომავლები! მიმხვედრი მიხვდება!!!!

ИНЦИТАТУС   (06.06.2020)
Б-но Амиран! Асети ганцхадебебис гакетеба екимисган уадгилоа, ар арис тквени сакме вин вис унда даехмарос. Магас сомехи ром цаикитхавс итквис: "шнорокалем гижврацуа, но Ахалкалак ето наша территориа"

Kaxeli   (05.06.2020)
Kvelam tavis mamidas mixedos. Dagaviwkdat magatma jandacvis ministrms rac tqva. Kvelas ratom uxrit tavs da efinebit fexqvesh. Daikidet da gulzec mogeshvebat.

Saertod   (05.06.2020)
Somxebs ki ara, chven dzmebs ingushebs daexmaret!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×