რეზონანსი
06.06.2020

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე (გონაშვილის სკვერთან), "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა გზა, გადასასვლელეზე ქვეითს დაუთმო. მოულოდნელად უკნიდან მომავალმა მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა გვერდიდან, შემდეგ კი ინერციით იმ ქალს დაეჯახა,  რომელიც გადასასვლელზე გადადიოდა. დაშავებულები, 57 წლის ქალი და 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, რომ ორივე პაციენტი რეანიმაციურ განყოფილებაშია, ორივეს ქალატვინის ტრამვა აღენიშნება. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასევე მძიმეა ქალის ჯანრმრთელობის მდგომარეობა, თუმცა შედარებით სტაბილური.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×