რეზონანსი
06.06.2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მედიკამენტი პლაქვენილი კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდა. მარინა ეზუგბაიას თქმით, პრეპარატის გამოყენება შესაბამისი კრიტერიუმებით მოხდება.

"თქვენ იცით, პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო, გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზე კვლავ აღდგება პლაქვენილის გამოყენება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა.

საერთოდ, კვლევაში ჩართულ პაციენტებზეა გამოყენებადი, ასეთი მითითებაა და ჩვენი ცენტრი არის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, ჩვენ ისედაც სამეცნიერო ცენტრი ვართ და ჩვენი ცენტრი ითვლება, რომ ჩვენ პაციენტები კვლევაში თავისუფლად გვყავს ჩართული, აქ პრობლემა ჩვენ არ გვაქვს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×