რეზონანსი
06.06.2020

სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია.

კალაძის თქმით, რამდენიმე პირს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რაც არ გამოუვიდათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს" გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას", - განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ.

მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Tornike   (06.06.2020)
Im or, arcebac zed etkoba rac arian,egetebi beveia, cjirdebat xolme,an aceti provokatori axalgazrda kacebi,varketilshi xcnian parkc, da digomshi rac apirebtoo. Cadit ty aceti magari xart, kovel dge gvigobaven da gvipataraveben kvekanac, romel mxridan ac gindat, ik ikacet...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×