რეზონანსი
06.06.2020

მეზობელ სახელმწიფოებში პანდემიის გავრცელების მხრივ კვლავ რთული მდგომარეობაა. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 338 ახალი შემთხვევის გამო მთვარობამ მკაცრი ზომების გატარება დაიწყო.

ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში, უქმე დღეებში სრული კარანტინი გამოაცხადეს. დაკეტილია ყველა მაღაზია, აფთიაქი, ბანკი, კაფეები და რესტორნები. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც.

რაც შეეხება თურქეთს, ამ დრომდე დადასტურებულია თითქმის 169 ათასი შემთხვევა. სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი 12 ათასს აღწევს. უკრაინაში ეს მაჩვენებელი 26 ათასს უახლოვდება.

რუსეთში კი განვლილი 24 საათის განმავლობაში ვირუსი 9 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. საერთო ჯამში იქ COVID- 19 ის თითქმის 450 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. რუსეთის მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების ინიციატივით გამოდის, რაც 5 ტრილიონი რუბლი დაჯდება.

"კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობას და ტექნოლოგიურ პროგრესს. მსოფლიოში ცვლილებების დინამიკა მზარდია. ამ გამოწვევებს რომ ვუპასუხოთ კი აუცილებელია ვიმოქმედოთ პროფესიონალურად და ეფექტურად," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×