რეზონანსი
06.06.2020

სომხეთში კორონავირუსის გავრეცელების წყარო დაკრძალვის ცერემონია გახდა - ამის შესახებ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

შედეგად გეღარქუნიქის პროვინციის ერთ-ერთი სოფელი ჩაიკეტა.

„მიზეზი ისაა, რომ ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი თანამემამულე ძორაგიუღიდან გაემართა სოფელ გოღთში, რომ იქ მონაწილეობა მიეღო დაკრძალვის ცერემონიაში. 3-4 დღის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო დაკრძალვის ცერემონიაში თავის სოფელში, რის შედეგადაც ძორაგიუღში კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევა გვაქვს. ამ 63 მოქალაქიდან ერთი დაესწრო დაკრძალვის ცერემონიას სოფელ წოვასარში. ანალოგიური შემთხვევა იყო დდმაშენში", - განაცხადა ფაშინიანმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×