რეზონანსი
06.06.2020

ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას CNN-ი აქვეყნებს.

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

„ჩოგბურთელის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება და ამას მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოწმობს. წყვილი, რომელსაც 5 წლის შვილი ჰყავს, გასულ წელს განქორწინდა", - წერს CNN-ი.

თუმცა მტკიცებულებებზე ნელი დოროყაშვილის ადვოკატიც მიუთითებს.

„არსებობენ მოწმეები. არსებობს რამდენიმე აუდი და ვიდეოჩანაწერი, ასევე ტექსტური შეტყობინებები", - აღნიშნავს ადვოკატი ანა აბაშიძე CNN-თან საუბრისას.

მისივე თქმით, მედიამ საქმე არასამართლიანად გააშუქა, ხალხის უმრავლესობამ ჩოგბურთელს დაუჭირა მხარი არა საქმის ასპექტებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის გამო.

„თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ „მორალურად გაასამართლა", - აღნიშნა ანა აბაშიძემ CNN-თან.

ამერიკული მედია წერს, რომ CNN-ს კომენტარი არც ბასილაშვილმა მისცა და არც მისმა ადვოკატმა. გამოცემასთან კომენტარი არც პროფესიულ ჩოგბურთელთა ასოციაციამ გააკეთა.

რაც შეეხება ჩოგბურთის ფედერაციას, „ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებულ ინცინდენტზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და ჩოგბურთის ფედერაცია გამოძიების დასრულებამდე კომენტარისგან თავს იკავებს", - წერს CNN-ი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (07.06.2020)
რამდენი ქალიშვილი ნატრობს კარგ ქმარს, ამ ქალბატონმა კი ვერ შეინარჩუნა დიდებული ოჯახი, აფსუს, წახდენილო პრესტიჟო, დაკარგულო ბედნიერებავ, გაწამებულო ბავშვო, გაოგნებულო საზოგადოებავ! ქალი ქმრის მონად გააჩინა ბუნებამო--მონობის რა მოგახსენოთ, მაგრამ კარგ ქმარს, კარგი ცოლობის გაწევა მოეთხოვება ქალისგან. სპორტსმენი მორფინისტი არ იქნებოდა, ღალატი ვერ აპატია ალბათ, ძნელია სხვის ოჯახზე საუბარი--- კარგ ცხოვრებას არავინ აპროტესტებს! ო რ ი ვ ე მტყუანები არიან, მე ასე მგონია!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×