რეზონანსი
06.06.2020

ვალდებულებას ვგრძნობ თქვენს მიმართ, რომ სიმართლე გითხრათ რაც არ უნდა სასტიკი არ უნდა იყოს. დღეისთვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 200 პაციენტი სტაციონარში ჰოსპიტალიზაციას ელოდება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ჯანდაცვის სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ შეუძლებელია პაციენტების საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია.

„მეტსაც გეტყვით: ჩვენ უკვე გვაქვს შემთხვევა როდესაც სამედიცინო დახმარების გაჭიანურების გამო კორონავირუსით დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად შეფერხება ორჯერ გაიზარდა.

დაფიქსირდა ორი გარდაცვალების შემთხვევა, იმ მიზეზით, რომ ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა ყოფილიყვნენ თუმცა ადგილი არ გვქონდა", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

6 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 12,364 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 190 გარდაიცვალა, ხოლო 3,720 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გურული ვენდეტა!   (07.06.2020)
თქვენი ამაზრზენი შურიანობის გულისათვის არ ხართ შესაცოდებელი! კიდევ რისი, ქართულის "გასაღებას"აპირებთ სომხურად!!! აი რაზეც არ გავბრაზდები თ იტყვით რომ კორონა სომხურია!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×