რეზონანსი
07.06.2020

თბილისთან ახლოს, რუსთავის ტყე-პარკში, არც მეტი, არც ნაკლები, შესაძლოა პუმა ბინადრობდეს. ადგილობრივ ფერმერებში პანიკაა - "დიდი კატა", რომელიც რუსთავის ტყეში ბინადრობს, პირუტყვს ჭამს. 70 კილოგრამიანი, 1 მეტრზე მეტი სიმაღლის ცხოველი - ასე ახასიათებს მოსახლეობა მტაცებელს, რომელიც უკვე 5-მდე ადამიანმა საკუთარი თვალით ნახა.

მტაცებელი ცხოველი რუსთავის ტყე-პარკში პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ის გაიზარდა და ადგილობრივი ფერმერებისთვის საფრთხის შემცველი გახდა. როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მტაცებლის გამო ჯამში 2 ძროხა, 7 ცხვარი და ქათმები იზარალეს.

ფერმერები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, რომ დახმარების თხოვნით პოლიციასაც მიმართეს.

ინფორუსთავი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×