რეზონანსი
07.06.2020

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები თითქმის აღარ ვლინდება. ბოლო 24 საათში დაინფიცირების მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ბოლო დღეებში ასეთი ტენდენცია ნარჩუნდება.თანაც ეს ხდება მაშინ, როდესა ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნა.

სამთავრობო ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს. 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3161 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×