რეზონანსი
07.06.2020

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1989 წელს დაბადებულ მოქალაქეს - გ.მ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი. მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორებს დახმარების მიზნით მიმართა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბასრი საგანი და ყაჩაღობის გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×