რეზონანსი
29.06.2020

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ. ინფორმაციას "ფონდი ქართუ" ავრცელებს.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.  პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი გვადრატული მეტრის ფართის შენობა- ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათბის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასაცილოს მოიცავს, “ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (30.06.2020)
გაიხარეთ, იჯანმრთელეთ, ი დ ღ ე გ რ ძ ე ლ ე თ, კეთილო ივანიშვილებო! დიდი მადლობა! სულ ვოცნებობდი ქუთაისს დაბრუნებოდა ინტელიგენციის აკვანის სტატუსი! თითქმის ყველა გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე და სახელგანთქმული პიროვნება ---ქ უ თ ა ი ს თ ა ნ იყო შეხებაში, გილოცავ, ქუთაისო! ერთმა კაცმა გააკეთა ეს ყველაფერი---ყ ო ჩ ა ღ, გაიხარეთ! მიბაძეთ სხვა მილიონერებო! გაიხარე საქართველოვ, რომ გაზარდე ასეთი ბიჭი! ცხონდეს მისი მშობელ-გამზრდელი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×