რეზონანსი
29.06.2020

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდინარე ბურიგანგაში ნავის ჩაძირვის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილებს შორის 6 ქალი და 3 ბავშვია.

არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დაკარგულ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ნავზე სულ 50 ადამიანი იმყოფებოდა, მგზავრების ნაწილმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლო.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×