რეზონანსი
29.06.2020

 ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა თენგო ბასილაშვილი ოჯახი ყოფილ რძალს იმ კადრების გასაჯაროებას სთხოვს, რომელზეც, ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ჩანს თუ როგორ ძალადობს ნიკოლოზ ბასილაშვილი მასზე.ბრალდებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ კადრები, რომელზეც დაზარალებული მხარე უკვე დიდი ხანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.„ძალიან გთხოვთ რომ ეს კადრები გამოაქვეყნოთ. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ისინი აპელირებენ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ეს კადრები, გამოვიყენებთ ამ კადრებს", - განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 19 მაისს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბასილაშვილი სასამართლომ 21 მაისს 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.ოჯახური ძალადობის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო მსჯელობას 16 ივლისიდან დაიწყებს.

წყარო: Fortuna.ge

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×