რეზონანსი
29.06.2020

რადიო „მოზაიკას" ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ დევნილთა დასახლებაში 63 წლის ქალი გააუპატიურეს. გამოცემა ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, 63 წლის ქალს სექსუალური ძალადობის კვალი სხეულზე აღენიშნებოდა.

მისივე ცნობით, ძალადობის მსხვერპლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს, რომელიც ძალადობის ფაქტს თავად შეესწრო.

„ეს ქალი თვითონ მომიყვა ამ ამბავს. მე სოციალური მომსახურების სააგენტო ჩავაყენე საქმის კურსში. დროებით ჩემთან შევიფარე. ეს ამბავი შევატყობინე პოლიციასაც, თუმცა მათთვის ეს თემა სასაცილო აღმოჩნდა. ვიცი, რომ ის კაცი ამ დრომდე თავისუფალია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×