რეზონანსი
29.06.2020

გენერალი ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.

ამასთანავე, ირანი ინტერპოლს მიმართავს, რათა დახმარება გაუწიონ დონალდ ტრამპის დაკავებაში.

თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×