რეზონანსი
29.06.2020

მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რაც ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის ქონას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა.

„ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა, ხელისუფლების უზურპაცია, მესიანიზმი და ქვეყანა მართოს პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ სწორედ ხალხის მიერ მიცემული ხმების საფუძველზე. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ოპოზიციის და ჩვენი ელჩების, ფასილიტატორებისა და ყველა ჩვენი მხარდამჭერის საერთაშორისო თანამეგობრებიდან, ერთობლივი მონაპოვარი. ტყუილად ნუ ეცდება „ქართული ოცნება", თავისთავისთვის მიიწეროს ეს ძალიან დიდი წარმატება. ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, „ქართული ოცნება" ოდნავ მაინც მოგვყევანა გონს და გამოგვეგლიჯა ხელიდან დაპირებული და მერე ჩაგდებული პროპორციული სისტემა. ის 117 ხმა, რომელიც მიიღო კანონპროექტმა განხილვის დროს, არის არა „ქართული ოცნების", არამედ ოპოზიციისა და საერთაშორისო თნამეგობრობის წარმომადეგენლების ხმები. რომ არა ოპოზიციური მაგიდის ერთობა და საერთაშიროსო თანამეგობრობის უპრეცედენტო ზეწოლა, კონსტიტიუციური ცვლილებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიდოდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (30.06.2020)
რამდენთან მიკამათია და დამიცვიხართ ნინო ბურჯანაძევ, ბოდიშს ვუხდი მათ! ემა ტუხიაშვილთან უ ტ ი ფ რ ა დ ამართლებდი და ექომაგებოდი 26 მაისის დ ა მ რ ბ ე ვ ე ბ ს---ცრუ ქალბატონო შემზიზღდით! სავლეს პავლედ ქცევა ასეთი უნდა! იქ-- 4 კაცი მოკვდა მაშინ! დაგავიწყდათ? და მერე აღლუმი იზეიმეს! იმის ჩამდენთ ამართლებდი და ოცნებას მწარედ ამუნათებდი, ემაც კი--გააკვირვე!

---   (29.06.2020)
ცხვრებივით შერეკეს და ხმაც ვერ ამოიღეს, ხუნდაძეს დავაჯვი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×