რეზონანსი
29.06.2020

„ამოვედით ავტობანზე, ფეხით გადავკვეთეთ დასავლეთის მიმართულების ავტომაგისტრალი. ამ დროს უკნიდან წამოგვეწია საშუალო სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, აღნიშნული ავტომანქანა გაჩერდა ჩვენს წინ და გადმოვიდნენ სხვადასხვა მხრიდან და კარებიდან ჩემთვის უცნობი 4-5 პიროვნება. სრულიად უმიზეზოდ მომიახლოვდა მათგან ერთი პიროვნება და მომიქნია გრძელი მყარი საგანი",- ამის შესახებ მცხეთაში, აგარაკზე მყოფი დიჯეი, საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება.

კონსტანტინე ღიბრაძე იხსენებს იმ დღეს, როცა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის კვალი, ავტომაგისტრალიდან გაქრა. ოთხი დღის შემდეგ კი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

დიჯეის ჩვენებას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.

გთავაზობთ ჩვენების ნაწილს, სადაც ღიბრაძე შაქარაშვილთან შეხვედრის მომენტს და მაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. "წვეულების პერიოდში მე მიმყავდა მუსიკა და მთელი წვეულების მანძილზე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, არ შემიმჩნევია, რომ იქ მომხდარიყო რაიმე სახის კონფლიქტი, თუნდაც სიტყვიერი შელაპარაკება. წვეულებამ დაწყებიდან დასრულებამდე. ანუ ჩემს წამოსვლამდე ჩაიარა მშვიდ გარემოში. ანუ ჩემს წამოსვლამდე, იყო მხოლოდ გართობა და სმა-ჭამა. როდესაც სახლის ეზოდან გარეთ გამოვედი და ვიდექი ქუჩაში, ამ დროს იქვე, ქუჩაში შევნიშნე ჩემი მეგობრების მეგობრები, ისინი იყვნენ სამნი, ამათ შორის იყო ჩემი ძველი ფეხბურთის თანაგუნდელი გვარად შაქარაშვილი, რომლის სახელიც არ მახოვს. მე და შაქარაშვილი ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, გადავწყვიტეთ რომ ერთად გამოგვეძახებინა ტაქსი, ამის შემდეგ ექვსივე, ზემოთ აღნიშნული პიროვნება ამოვედით ავტობანზე, ფეხით გადავკვეთეთ დასავლეთის მიმართულების ავტომაგისტრალი. ამ დროს უკნიდან წამოგვეწია საშუალო სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, აღნიშნული ავტომანქანა გაჩერდა ჩვენს წინ და გადმოვიდნენ სხვადასხვა მხრიდან და კარებიდან ჩემთვის უცნობი 4-5 პიროვნება. სრულიად უმიზეზოდ მომიახლოვდა მათგან ერთი პიროვნება და მომიქნია გრძელი მყარი საგანი, რომელიც ერთხელ მომხვდა მარჯვენა ფეხში, კერძოდ ბარძაყში, რასაც ფიზიკური ზიანი და ფიზიკური ტკივილი არ გამოუწვევია ჩემში, ვინაიდან დარტყმა იყო უმნიშვნელო. ამ დროს ჩემთან ერთად მყოფი ხუთივე პიროვნება უცებ გაიქცნენ დასავლეთის, ანუ არაგვის ხიდის მიმართულებით, რომელი ხიდიც დაახლოებით რამდენიმე წუთის უკან გვქონდა გადმოკვეთილი. მათ უკან დაედევნენ, ზემოთ აღნიშნული მანქანის მისული პიროვნებები, მათ შორის ის პიროვნებაც დაედევნა, რომელმაც მყარი საგანი დამარტყა მარჯვენა ბარძაყში. ხოლო მე გავიქეცი მარტო ქალაქ თბილისის მიმართულებით, ანუ მათ საპირისპირო მხარეს "- ყვება დიჯეი ჩვენებაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×