რეზონანსი
29.06.2020

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 17 პირიდან ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე ვა­სილ მა­ხა­რა­ძეა, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბა­ში მომხდარი ტრაგედიის თავის ვერსიას ყვება. ეს ჩვენება გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა: „ვი­ნა­ი­დან ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი, დავ­ჯე­ქი ვახო ჩი­ქო­ვა­ნის (შე­ნიშ­ვნა: ჩი­ქო­ვა­ნი ე.წ ნა­ხა­ლოვ­კის ჯგუ­ფი­და­ნაა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წვე­უ­ლე­ბა­ზე სცე­მეს, რის შემ­დე­გაც და­სახ­მა­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან უხმო უბ­ნე­ლებს) ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან. ასე­ვე მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ნი­კუ­შა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ ორი პირი. ანუ სულ თბი­ლი­სი­დან სა­გუ­რა­მოს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დით ექ­ვსნი. იმ სახ­ლში, სა­დაც იყო და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა, უნდა გვე­ნა­ხა ჩი­ქო­ვა­ნის ძმა­კა­ცე­ბი და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით უკან... მი­ვე­დით იმ სახ­ლში, მაგ­რამ არა­ვინ დაგ­ვხვდა. ამის შემ­დეგ ისევ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში და გზა გა­ვაგ­რძე­ლეთ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც პირ­ვე­ლი­ვე ეს­ტა­კა­დას­თან მოვტრი­ალ­დით და წა­მო­ვე­დით თბი­ლი­სის­კენ. ავ­ტო­ბან­ზე, ბენ­ზინ­გა­სა­მართ "რომ­პეტ­როლ­სა" და მცხე­თის გა­და­სახ­ვევს რომ გავ­ცდით, ხიდ­თან შევ­ნიშ­ნეთ გზა­ზე მოძ­რა­ვი ოთხი პირი, გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა. მუხ­რუ­ჭის გა­გო­ნე­ბა­ზე ოთხი­ვე უკან გა­იქ­ცა. ყვე­ლა­ნი გად­მო­ვე­დით მან­ქა­ნი­დან და მათ ვუყ­ვი­რო­დით, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და ნუ­რაფ­რის ნუ ეში­ნო­დათ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გარ­ბოდ­ნენ. მე იქვე და­ვარ­ღვიე წესი, და­ვატ­რი­ა­ლე მან­ქა­ნა და გა­ვე­კი­დე მათ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან გვინ­დო­და ამ ახალ­გაზ­რდე­ბის შე­ჩე­რე­ბა და მათ­თან მშვი­დად სა­უ­ბა­რი. რო­დე­საც გავ­ჩერ­დი და გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან, და­ვი­ნა­ხე, რომ ყვე­ლა მათ­გან­მა გა­დაკ­ვე­თა ავ­ტო­ბა­ნი და გა­და­ვი­და სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს. მე, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და მისი ერთი ძმა­კა­ცი ჩავ­სხე­დით ასე­ვე მან­ქა­ნა­ში სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მო­სახ­ვედ­რად, ხოლო აჩი­კო გაგ­ნი­ძე, ნიკა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი და ვა­ხოს ერთი ძმა­კა­ცი მის­დევ­დნენ იმ პი­რებს და ეძახ­დნენ, გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, ჩვენ კი ამა­სო­ბა­ში მო­ვატ­რი­ა­ლეთ მან­ქა­ნა და აღ­მოვ­ჩნდით სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს. ამ დროს იქ­ნე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი. რო­დე­საც ახ­ლოს მი­ვე­დით, და­ვი­ნა­ხე ჩემი მან­ქა­ნის წევ­რებს ბუჩ­ქე­ბი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ ერთი პირი, რო­მელ­საც ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ და ამ­შვი­დებ­დნენ (გუ­ლის­ხმობს გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვილს - ავტ.). ამ ბი­ჭის თქმით, მას ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და იყო ფეხ­ბურ­თე­ლი. ჩვენს შე­კი­თხვა­ზე, თუ სად იყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი, თქვა, რომ სა­დღაც გა­იქ­ცნენ და კონ­კრე­ტულ ად­გილს ვერ გვე­უბ­ნე­ბო­და. ასე­ვე თქვა, რომ იყო და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­გო­ბარ­თან, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად და მას ვერ პო­უ­ლობ­და, ხოლო და­ნარ­ჩენ ორს არ იც­ნობ­და. ჩვენ ყვე­ლამ ამ ბიჭს ვუ­თხა­რით, რომ და­ე­რე­კა თა­ვის მე­გო­ბარ გი­ორ­გის­თან და ისიც წაგ­ვეყ­ვა­ნა თბი­ლის­ში. რა­ზეც მან გან­მარ­ტა, რომ გი­ორ­გის თან არ ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნი. ამის შემ­დეგ ყვე­ლა­ნი მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით და თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დით. ეს ბიჭი თა­ვი­სი თხოვ­ნით ჩა­მოვ­სვით "სამ­თო ქი­მი­ის" მიმ­დე­ბა­რედ.

ჩვენ წა­ვე­დით ნა­ხა­ლოვ­კა­ში. შემ­დგომ უბან­ში ბი­ჭე­ბის­გან შე­ვი­ტყვე, რომ ბიჭი, ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და­კარ­გუ­ლი იყო. უშუ­ა­ლოდ ად­გილ­ზე რა მოხ­და, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, რად­გან მე, ვახო ჩი­ქო­ვან­მა და მის­მა ერ­თმა ძმა­კაც­მა მან­ქა­ნა მო­ვატ­რი­ა­ლეთ და წა­მო­ვე­დით სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ვნა­ხეთ...“ - წერია ჩვენებაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დავით გურული   (29.06.2020)
მდა... აქედან გატენილი მანქანა წავიდა მცხეთაში იქიდან კიდევ რამოდენიმე კაცის წამოსაყვანად და გზად დაპირისპირებულ მხარეს ინტელექტუალური დახმარება გაუწიეს!!! გჯერათ ეხლა აქედან რამე???


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×