რეზონანსი
29.06.2020

გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ფასილიტატორი ელჩების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავენ, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში.

„ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში]",- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ელჩები აცხადებენ, ამჯერად, ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში.

„ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

და ბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (30.06.2020)
მადლობა პატივცემულ ელჩებს, ყველას, ვინც მშვიდობისა და საქართველოს კეთილდღეობისთვის იღწვის--დიდი მადლობა! ახლა ხ ა ლ ხ ზ ე ა დამოკიდებული როგორ პარლამენტს შეკრებს. ყიჭინა და ავსიტყვა ვინცაა-- ახლოსაც არ გავაჭაჭანოთ, ავირჩიოთ ღვაწლმოსილი, ჭკუადამჯდარი ერისკაცები, ახალგაზრდებს სისხლი უდუღთ, საქვეყნო საქმის კეთებაში შ ე ც დ ო მ ე ბ ს დაუშვებენ! 30 წლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსები მ ო გ ვ ბ ე ზ რ დ ა, მათი ჭიჭყინი ყელში ამოვიდა. ღმერთმა ქნას---სამაგალითო პარლამენტი შეიკრიბოს და ქვეყანა წინ წავიდეს, ამინ!

2020   (29.06.2020)
უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, გარკვეული სიცხადე შეგეტანათ მოლაპარაკებების დროს, ვინ რა პირობა დადო, თორემ ხალხმა ვერაფერი გაიგო ამ ბუტიაობიდან, ერთი მხარე ამტკიცებს ერთს, ხოლო მეორე ჯიუტად გაიძახის თავისას...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×