რეზონანსი
29.06.2020

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის თემას, არჩევნები და პანდემია წარმოადგენდა.

მისივე თქმით, არსებითად ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე, განიხილეს, რა ზომები უნდა იქნას მიღებული იმ პირთა მიმართ, რომლებიც კარანტინში არიან.

კობახიძე იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფი მოახერხებს რაციონალური რეგულაციების შემუშავებას, რომელიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებაში დაგვეხმარება.

„გაიმართა მირიგი შეხვედრა თემაზე: "არჩევნები და პანდემია"- რა ზომები უნდა იყოს მიღებული პანდემიის ჭრილში საარჩევნოდ. არსებითად ტექნიკურია საკითხებია, მაგალითად: რა ზომები უნდა იყოს მიღებული იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან კარანტინში, როგორ უნდა გაიხსნას ამ შემთხვევაში საარჩევნო უბანი, როგორ უნდა ჩატარდეს საარჩევნო პროცედურები. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოვახერხებთ რაციონალური რეგულაციების გაწერას, როემლიც დაგვეხმარება იმაში, რომ არჩევნები არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო, მთავრი ამოცანა ჩვენთვის ეს არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×