რეზონანსი
29.06.2020

ცერცვაძის განმარტებით, ანტივირუსული პრეპარატები პაციენტს დამძიმებამდე ენიშნება, დექსამეტაზონი კი ციტოკინურ შტორმს (კრიტიკული) და ძლიერ ანთებით რეაქციას ამცირებს.

აქედან გამომდინარე, ცერცვაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მედიკამენტების ერთმანეთთან შედარება სწორი არ არის.

„ამათი შედარება ერთმანეთთან არ შეიძლება. სოლიდარობის კვლევაში ჩართული მედიკამენტები არის ანტივირუსული მედიკამენტები, ისინი ეძლევა თავიდან, რომ პაციენტი არ დამძიმდეს და არ გახდეს კრიტიკულად მძიმე, რეანიმაციაში და მართვით სუნთქვაზე.

დექსამეტაზონი არ არის ანტივირუსული მედიკამენტი. მას სულ სხვა მექანიზმი აქვს. ის ციტოკინურ შტორმს და ძლიერ ანთებით რეაქციას ამცირებს, ის ეფექტიანია. მან ერთი/მესამედით შეამცირა სიკვდილობა კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში, ავადმყოფებში, რომლებიც რეანიმაციაშია უკვე და რომლებიც განწირულნი არიან სასიკვდილოდ. აი, ამ პაციენტებში შეამცირა დექსამეტაზონმა ერთი/მესამედით სიკვდილობა, ამ სტადიაზე სოლიდარობის კვლევაში არსებული მედიკამენტები უკვე აღარ მოქმედებს.

ეს ორი, დექსამეტაზონი და ანტივირუსული მედიკამენტები სრულიად სხვა ჯგუფს ეკუთვნის, სრულიად სხვა დანიშნულებას ასრულებს და მათი ერთმანეთთან შედარება, რომელი უფრო ეფექტურია, არ შეიძლება. ჩვენ კრიტიკული ავადმყოფი ახლა სულ სამი გვყავს და იმ სამს ვაძლევთ. თუ იქნება მომავალში ბევრი, ღმერთმა ნუ ქნას, მაშინ გაიზრდება (გამოყენება). სწორედ იმიტომ, რომ იმ მედიკამენტებს, რომლებიც სოლიდარობის კვლევაშია, ჩვენ ვიყენებდით რაციონალურად, ჩვენი პაციენტები არ დამძიმებულან იქამდე, რომ დექსამეტაზონი დასჭირდეთ“, –  განაცხადა ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×