რეზონანსი
29.06.2020

ზელიმხან ხანგოშვილის სქმე - გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხანგოშვილის საქმეზე რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. ასე პრემიერი გერმანიის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებულისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების შესახებ.

როგორც გახარია ამბობს, ისინი თავს იკავებენ დამატებითი განმარტებების გაკეთებისგან.

„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე. მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთო - იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც, რადგან ამ საკითხზე შეთანხმებულები ვართ. ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძიებაში ტავის პარტნიორებთან ერთად", - აცხადებს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში გასული წლის ზაფხულში მოკლეს. დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ გერმანიაში რუსეთის ელჩი ბერლინს, ახალი სანქციების დაწესების შემთვევაში, საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (30.06.2020)
ჰო აბა რა ყლეო, პატრონს ხომ არ გააბრაზებ? "დამოუკიდებელი პრემიერი" იდი ნახუი შე ცუანა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×