რეზონანსი
30.06.2020

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის მიხედვით, მის სხეულს ბლაგვი საგნით გარეგანთან ერთად შინაგანი დაზიანებებიც აქვს მიყენებული.

„გარეგანი დათვალიერებებით აღმოჩნდა, რომ სახის არეში და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში სისხლჩაქცევების სახით იყო გარკვეული ცვლილებები. ამას ახლა პირველად ვამბობ, ტრავმული შინაგანი გამოკვლევის პროცესშიც, გარდა გარეგნული დაზიანებებისა, გამოიკვეთა შინაგანი დაზიანებებიც“, - განაცხადა გეჯაძემ გადაცემაში „რეაქცია“.

ექსპერტმა თავი შეიკავა და არ დააკონკრეტა, თუ რისი ნიშანი შეიძლება ყოფილიყო შინაგანი დაზიანებების აღმოჩენა.

19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×