რეზონანსი
30.06.2020

ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. აღნიშნული შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მისი მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

მკვლევრები შეშფოთებულნი არიან, რომ ვირუსმა შეიძლება მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გლობალური აფეთქება გამოიწვიოს. 

მეცნიერების თქმით, ვირუსს ყველა ნიშანი აქვს, რომ ადაპტირებული იყოს ადამიანების ინფიცირებისთვის და მას მჭიდრო დაკვირვება სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ახალია, ადამიანების უმეტესობას მასზე იმუნიტეტი არ ექნება.

ახალი ტიპის გრიპის შტამი, რომელიც ჩინეთში გამოავლინეს, 2009 წლის ღორის გრიპის მსგავსია, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით. ჯერჯერობით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ პროფესორმა კინ-ჩოუ ჩანგმა განაცხადა, რომ ის ყურადღებას საჭიროებს. 

ვირუსის სახელწოდებაა – G4 EA H1N1. ის ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. მეცნიერთა თქმით, ახალი ტიპის გრიპის ვირუსი უკვე დაუდასტურდათ ჩინეთში, სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×