რეზონანსი
30.06.2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოწმის, ვახო ახვლედიანის ჩვენება ვრცელდება.

ის ერთ-ერთი ადამიანია, ვინც შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი დაინახა. ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბოლო მომენტში, გიორგი შაქარაშვილს, ხიდზე რამდენიმე ბიჭი მისდევდა.

"ავტომანქანა უცბად გაჩერდა ჩემს წინ, დაახლოებით 10-15 მეტრის მიმავალ ჩემ მეგობრებთან გიორგი ქათამაძე და გიორგი ღიბრაძესთან. ავტომობიოლიდან გადმივიდა დაახლოებით 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს. რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემსკენ და პირველი მოვიდა ჩემთან და დამარტყა ხელი და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემ საცემრად, რის გამოც მე და ჩემს გვერდით მყოფი სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი გავიქეცით უკანა მიმართულებით. ხიდზე როგორც კი გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით...

ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები. გავიქეცი იქითკენ და ფავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. ხოლო სხვები საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი. რადგანაც იყო ღამე. მე სანამ ჩაქვუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვზდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. ხოლო შემდეგ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს"- აცხადებს დაკავებული ვახო ახვლედიანი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს.

ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×