რეზონანსი
30.06.2020

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნეს აქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ "გამოშვერილები" აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა - მარტივად, რომ გითხრათ. ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა, პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც განიცადა ამ ვირუსმა. ვისაც კორონა გადატანილი აქვს, შეიძლება ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ქონდეს",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ განმარტა, რომ შესაძლოა მათ ვისაც გადატანილია აქვს მუტაციამდელი კრონავირუსი, ახალ შტამზე ანტისხეულები არ აღმოაჩნდეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
:(   (30.06.2020)
გააჩერეთ ეს კაცი.საკმარისია! ფსიქოლიგიურად ნუ გვანადგურებს! საიდან იცი ბატონო პაატა რა მუტაცია განიცადა? ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებით გაგვაღატაკეთ ხალხი.მოშორდით ეკრანებს, დაგვანებეთ თავი.

ჭორლეონე   (30.06.2020)
ისემც შენ შეგეცი. მთავრობის პოზიციას ამყარებ ფრენებთან დაკავშირებით, მუტელო.

მანანა   (30.06.2020)
ჩამოყალიბდეთ იქნებ თქვენ და გამყრელიძე?თქვენ–იქნება, ის–არ იქნება...არიოლ რეშკას თამაშობთ თუ ჩვენ გვაპამპულებთ?არცერთი სიტყვა არ მჯერა თქვენი და არანაირი პანდემია არ ყოფილა არსად..იყო უბრალო გრიპი, თუმცა გააფრთხილეს მსოფლისო საზოგადოება ალიკაპის ამოდებაზე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×