რეზონანსი
30.06.2020

სალომე ზუხბაია 3 წლის იყო დედამ იტალიაში საცხოვრებლად რომ წაიყვანა. ნიჭიერი სალომე მილანში, ლა სკალის აკადემიის მოსამზადებელ კურსზე – საბავშვო გუნდში ჩასარიცხად 50 ბავშვიდან 13 საუკეთესოში აღმოჩნდა. ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ საუკეთესო ბავშვები ლა სკალის გუნდში ხვდებიან.

სალომეს დედის თქმით, იგი ვოკალში გიორგი ლომისელმა მოამზადა. სალომე ძალიან აქტიური ბავშვია და მონაწილეობს სპეკტაკლებსა და კონცერტებში.

"აკადემიის გამოცდებისთვის სალომე ვოკალში გიორგი ლომისელმა მოამზადა, ლა სკალის აკადემიის სტუდენტმა. პირველი შემთხვევაა – ათი წლის ქართველი ლა სკალის გუნდში! სალომე ასევე მილანის სახელმწიფო გუნდში მღერის. მონაწილეობს სპექტაკლებსა და კონცერტებში. მადლობა უფალს, რომ მის ასაკში ასეთ წარმატებას აღწევს.  10 წლის სალომე ემოციურად და პატარა გულიდან წამოსული დიდი ემოციით ასრულებს სიმღერას “სხვა საქართველო სად არის”. კონკურსანატები “ლაიქების” სიმრავლით ფასდებიან. სალომემ მოწონება და “ლაიქები” დააგროვა და ლიდერობს კიდეც. ბუნებრივია, მას მაინც სჭირდება ჩვენი გულშემატკივრობა და “ლაიქით” გამოხატული მხარდაჭერა. ამიტომ გადადით ბმულზე და მოიწონეთ სალომე ზუხბაიას “სხვა საქართველო”. გამარჯვებულს ვოკალის პედაგოგი ონლან მასტერკლასს ჩაუტარებს". - ამბობს სალომეს დედა "პრაიმტაიმთან"

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (01.07.2020)
გაიხარე გენაცვალე, რა სასიამოვნო ამბავია, გისურვებ დიდ წარმატებებს!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×