რეზონანსი
30.06.2020

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ იპოდრომის გაყიდვის სკანდალს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

“მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს.

ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ფაქტი, მსოფლიო ბანკის მიერ „დიდ ოთხეულად“ რანჟირებული, უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებით არის დადასტურებული.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

დასასრულ, ხასგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას”

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (01.07.2020)
გატიალებულია იქაურობა. კარგია, რომ ასეთი პატრონი გამოუჩნდა. გაალამაზებს, მოაწყობს თვალს და გულს გაგვიხარებს---რატომ ჯავრობთ ბატონებო? ჩემსავით უ ქ ო ნ ე ლ ი რომ იყოს ის კაცი--ეგ ჯობია თქვენთვის? კონსტანტინე გამსახურდიამ რომ ათქმევინა მეფე გიორგის--სიკვდილის წინ--ჭეშმარიტება ყოფილა! კარგია, რომ არ ამოეწურა ამ კაცს კეთილი საქმის კეთების სურვილი(ზოგიერთებს კი სექსუალური აქტით დაშინებისა!)

ჭორლეონე   (30.06.2020)
და ამ ბრალდებაზე ხომ არაფერ პასუხს გასცემ? მოგიტყანთ დედის ფანჩრები. რას უპირებთ იპოდრომს? ვინც თავის დროზე ეგ გაყიდა ცოლი უნდა მოუტყნა გმირთა მოედანზე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×