რეზონანსი
30.06.2020

ყველანაირად ხელს გვიშლის როგორც გამოძიება, ასევე მართლმსაჯულება-აცხადებს ერთ-ერთი არასრულწლოვნის უფლებადამცველი, გიორგი გელხაური. ის ასევე სამართალდამცველების დაგვიანებულ რეაგირებაზეც სუბრობს. ის გულისხმობს ერთ-ერთი მოწმის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფოტოგრაფმა, რომელიც დაბადების დღეზე იმყოფებოდა, კონფლიქტის დაწყების გამო პოლიციაში დარეკა, მოგვიანებით კი, როდესაც უწყებიდან დაუკავშირდნენ, თქვა, რომ ვითარება განმუხტული იყო. თუმცა, პირველი შეტყობინების არსებობის მიუხედავად, სამართალდამცველები საკითხით არ დაინტერესებულან.

„მიგვაჩნია, რომ ყველანაირად ხელს გვიშლის როგორც გამოძიება, ასევე მართლმსაჯულება, რომ ნაკლებად შევძლოთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი დაცვის უფლების განხორციელება, იმ პირების მიმართ, ვისაც ვიცავთ. როგორც მოგეხსენებათ ასეთივე ფორსმაჟორში მოხდა მტკიცებულებების გადმოცემა. შუაღამეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მტკიცებულებებს გადმოგვცემდნენ და დილის ათის ნახევარზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი“, - განაცხადა გელხაურმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×