რეზონანსი
30.06.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსის 10 დადასტურებულიო შემთხვევაა.

“ჩვენ ამ ეტაპზე ყირიმ- კონგოს ვირუსით ინფიცირებული მხოლო ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც გამოჯანმრთელებული და ალბათ მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დატოვებენ კლინიკას. შემიძლია გითხრათ, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში ყირიმ კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა. ვნახოთ დინამიკაში როგორი იქნება“. – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×