რეზონანსი
30.06.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც ხმის მისაცემად საარჩევნო უბანში მივლენ, პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევთ. უშუალოდ კენჭისყრის სივრცეში შესვლისას და რეგისტრაციის გავლისას.

„რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ის, რომ პირბადე უნდა ჩამოიხსნა ორჯერ, ჯერ როცა შედიხარ საარჩევნო უბანში კენჭისყრის სივრცეში და ასევე, უშუალოდ რომ გადიხარ რეგისტრაციას. ეს გათვალისწინებულია, ანუ ამოცნობის პრობლემა თავისთავად არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ამომრჩეველს დაეკისრება ის ვალდებულება, რომ ჩამოიხსნას პირბადე იმ დროს, როცა მისი ამოცნობა არის აუცილებელი. თუ დაზუსტება არის საჭირო, შეგვიძლია დავაზუსტოთ სააარჩევნო კოდექსშიც, მაგრამ სხვანაირად გამორიცხულია რეგისტრაცია ისე გაიაროს ამომრჩეველმა, ამოცნობა რომ არ შეიძლებოდეს მისი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×