რეზონანსი
30.06.2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ელჩმა პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×