რეზონანსი
30.06.2020

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება, მანამდე კი საკითხზე მსჯელობა „ქართული ოცნების" ოფისში, უმრავლესობის ფორმატში მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა. სხდომას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაზე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

განხილვის მთავარი თემაა საარჩევნო კოდექსი და მასში ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინება. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელებენ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კუთხით - გეგმაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვა დაიწყო. დეპუტატებს ცვლილებებს ირაკლი კობახიძე წარუდგენს. სამუშაო ჯგუფმა ეუთოს 27-პუნქტიან რეკომენდაციაზე იმუშავა.

სხდომას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×