რეზონანსი
30.06.2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

30 წლამდე ასაკის მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს. მისი ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა, სადაც ის ერთ-ერთ ოჯახში, მწყემსად მუშაობდა. თანასოფლელების ინფორმაციით, გარდაცვლილი ხშირად სვამდა და ზოგჯერ აგრესიული იყო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სუიციდი სწორედ სასმელის ხშირ მიღებას უკავშირდებოდეს.

„გარდაცვლილი ალკოჰოლს ხშირად სვამდა. სოფელში რამდენჯერმე ამის გამო, პრობლემაც ჰქონდა. ძალიან ბევრს შრომობდა, მამის გარეშე იზრდებოდა. ლაგოდეხში იყო წასული და იქ ფერმაში მუშაობდა. ძმას გააგებინეს ეს ამბავი და ის წავიდა მის გადმოსასვენებლად",- ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არულად იხილეთ: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×